ოზეროვი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით გაუმჯობესდება
საქართველოში ჩატარებული
არჩევნების შემდეგ, რუსეთის დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
ვიქტორ ოზეროვი აცხადებს, რომ როგორიც უნდა იყოს საქართველოში ჩატარებული
არჩევნების შედეგები, ის ვერ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას ქართულ-რუსული
ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.
სენატორმა განაცხადა, რომ
რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საქართველომ ჯერ აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა სცნოს.
„ხოლო საქართველოსთვის,
ამის აღიარება ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური
გვამი გახდება“ - განაცხადა ოზეროვმა.
მისი თქმით, საქართველოში
ერთი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ მოსახლეობამ და პოლიტიკოსებმა „გააცნობიერონ
ახალი პოლიტიკური რეალიები და შეცვალონ მიდგომა დამოუკიდებელი რესპუბლიკებისადმი“.
Internet.ge