აზერბაიჯანი თავის მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტისგან თავის შეკავებას ურჩევს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის
მოქალაქეებს საქართველოს შესაბამისი ორგანოების ნებართვის გარეშე, თავი შეიკავონ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
ჩასვლისაგან.
სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის
თანახმად, მსგავსი ვიზიტები უკანონოა და შესაბამისად ისჯება კიდეც. ამიტომ
აზერბაიჯანის მოქალაქეებს შესაბამის
გაფრთხილებას აძლევს.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ასეთი ვიზიტები უკანონოა.
ამის გამო აზერბაიჯანის მოქალაქეების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ საქართველოში
ვიზიტის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ ზემოთაღნიშნული მომენტები” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
Internet.ge