უშიშროების
საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პირველად საქართველოს ისტორიაში, ახალი ძალის მოსვლა პარლამენტში არჩევნების გზით მოხდა.
ამის
შესახებ, განცხადება ბოკერიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას გააკეთა.
ბოკერიამ
საზოგადოებას
თავისუფალი
არჩევნების
ჩატარება მიულოცა, მისი თქმით, მათ ფუნდამენტური განსხვავებები აქვთ იმ ძალასთან, რომელმაც გაიმარჯვა, მაგრამ მთავარი
ხალხის
ნების პატივისცემაა.
უშიშროების
საბჭოს მდივნის განცხადებით, ისინი დარჩებიან პოლიტიკაში, როგორც ოპოზიციური ძალა და იმ ღირებულებებს დაიცავენ, რისთვისაც “ნაციონალური მოძრაობა” იბრძოდა.
ბოკერია
ივანიშვილის
განცხადებასაც
გამოეხმაურა,
სადაც კოალიციის ლიდერმა შესაძლო პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. ბოკერიას თქმით, საპრეზიდნტო არჩევნები 2013 წელს არის დანიშნული და ყველას მოთმინებისკენ მოუწოდა. “იმედი გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნებიც ისე დემოკრატიულად ჩატარდება, როგორც საპარლამენტო”,-
დასძინა ბოკერიამ.
მისი
თქმით, გამარჯვებული ძალა, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ღირსეულ ხელისუფლებას ეკადრება და სახიფათო კონსტიტუციურ ცვლილებებთან თამაში არ შეიძლება.
internet.ge