დავით ბაქრაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ეხებოდა.
მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კანონის უპატივცემულობა და დარღვევაა.
ბაქრაძის განმარტებით, კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს
საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.
„კონსტიტუციურად არაფერი უშლის ხელს საქართველოს პრეზიდენტს, რომ
პრემიერად ვანო მერაბიშვილი და მისი მთავრობა წარადგინოს, რომელსაც ახალი
პარლამენტი არ დაამტკიცებს, ამას მოყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში იქნება
რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია. ჩვენ არ ვაკეთებთ
ამას, რადგან, ქართველი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ“,- განაცხადა ბაქრაძემ.
internet.ge