„ახალი
მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად საპარლამენტო
არჩევნებში დამარცხება დაასახელა.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები კომენტარს არ აკეთებენ. პარტიის ერთ-ერთი
ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, დავით გამყრელიძე მიდის პოლიტიკიდან, პარტია კი
„ტაიმ-აუტს“ იღებს.
ნაჭყებიამ არ გაახმაურა, თუ ვინ დაიკავებს
გამყრელიძის ადგილს პარტიაში.
Internet.ge