ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ
სააკაშვილთან კონსულტაციების დაწყებისთვის მზად არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კოალიციამ
წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც ირაკლი ალასანია, დავით
უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი შედიან.
„საქართველოს
მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი“,-
აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.
კოალიციის ლიდერის პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებულ
განცხადებაზეც აკეთებს კომენტარს.
„მე
არაერთხელ
განვაცხადე,
რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის
მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან,
მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე
გამოთქმულ
მოსაზრებებს
პრეზიდენტის
გადადგომასთან
დაკავშირებით,
ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის
საუკეთესო
გამოსავალი.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან
დიალოგისა
და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი
საკითხების
მოსაგვარებლად“,-
ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
internet.ge