ჩიორა თაქთაქიშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს განსაკუთრებული მონიტორინგის დაწესებისკენ მოუწოდებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმრათავს ადგილობრივ და საერთაშორისო
დამკვირვებლებს, ასევე თანამეგობრობას, განსაკუთრებული მონიტორინგი დააწესონ
საოლქო კომისიებზე და არ დაუშვან საქარათველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და
სამართლიანი არჩევნების პროცესის დისკრედიტაცია „ქართული ოცნების“ მიერ.
„ქართული ოცნების“ მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ
დაშინებისა და მუქარის ფაქტებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპკერმა ჩიორა
თაქთაქიშვილმა დღეს მეორე განცხადება გააკეთა.
ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, თერჯოლაში, ამბროლაურში, ქუთაისში,
მარტვილში, ზუგდიდში, სიღნაღში, მარნეულში,თეთრწყაროში, წალკაში, ხაშურსა და
ბოლნისში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები და ასობით აქტივისტი ჩართულია
საოლქო საარჩევნოი კომისიის წევრების დაშინების კამპანიაში. თაქთაქიშვილის განცხადებით,
ეს ის ოლქებია, სადაც ცესკოს წინასწარი
მონაცემებით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
„ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან კომისიის წევრებს და
აფრთიხლებენ, რომ დაისჯებიან თუ კომისია დაადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“
მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვებას, რადგან უკვე ისინი აკონტროლებენ სამართალდამცავ
სტრუქტურებსა და სასამართლოებს,“-განაცხადა თაქთაქიშვილმა.
ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს არის
დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია და ამომრჩევლის ნების ფეხქვეშ გათელვა.
თაქთაქიშვილის ცნობით, თერჯოლაში საოლქო კომისიის წევრები განცხადებას
წერენ და ღიად აფიქსირებენ, რომ ასეთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ
მუშაობაზე უარს ამბობენ.
Internet.ge