GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა ივანიშვილი: მივიღე მოწვევა, თუმცა უარს ვამბობ აშშ-ში წასვლაზე
15:24 03.10.2012
დღის სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდის არცერთმა წევრმა არ იცის ახალ მთავრობაში რომელ თანამდებობას დაიკავებს.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიზნესცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მინისტრების სავარაუდო კანდიდატურა მხოლოდ მისთვის არის ცნობილი.

„არავინ არაფერი იცის, ვიცი მხოლოდ მე და ესეც საეჭვოა, უნდა წარვუდგინო ეს კანდიდატურები ჩემი  გუნდის წევრებს და შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები. ცნობილია მხოლოდ ერთი - მე ვიქნები საქართველოს პრემიერ-მინისტრი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან კოალიციის ლიდერმა კატეგორიულად უარყო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების ფაქტი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი  უცხოეთში დაგეგმილ შეხვედრებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მან უკვე მიიღო ოფიციალური მიწვევა ვაშინგტონისგან.

„მივიღე მოწვევა, თუმცა უარს ვამბობ აშშ-ში წასვლაზე, რადგან იქ ახლა არჩევნებია და ჩემი მისვლა ნაკლებად საინტერესო და ეფექტური იქნება. მით უფრო ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს უნდა მივხედოთ“,- განმარტა ბიძინა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, მიიღო თუ არა ივანიშვილმა ოფიციალური მოსკოვისგან მილოცვა. რაზეც ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისგან რაიმე სახის მილოცვა არ მიუღია.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს1
საგარეჯოს გამგებელი გიორგი ლოლაძე გახდა2
აფრასიძეების ადვოკატები 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ3
ფოთსა და ზუგდიდში დევნილები კერძო საკუთრებაში შეიჭრნენ4
თეა წულუკიანი: თქვენი მზე ჩასვენებულია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X