საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
შეხვედრისას
საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველო-აშშ-ს პარტნიორულ ურთიერთობებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული კავშირი და თანამშრომლობა უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს.
ვაშაძის
განცხადებით,
ყველაფერი
პოზიტიური
უნდა შენარჩუნდეს, მათ შორის ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა.
„პრესაში
დღეს მთავრი სათაურები არის ის, რომ ის მითი, რომელსაც ავრცელებდნენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, რომ სააკაშვილი არ არის დემოკრატი დაიმსხვრა. საქართველო გადაიქცა განვითარებულ ქვეყანად, რომელსაც უზარმაზარი მიღწევები აქვს ყველა სფეროში“,- განაცხადა ვაშაძემ.
რიჩარდ
ნორლანდის
განცხადებით
კი, ქვეყნებს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „კმაყოფილები ვართ საარჩევნო პროცესით, რომელიც ჯერ არ დასრულებულა“,- დასძინა ელჩმა.
Internet.ge