დასავლეთ ევროპაში ეს არ
იქნებოდა სენსაცია, მაგრამ კავკასიაში, სწორედ ასეა - აღნიშნავს გამოცემა “Handelsblat”t-ის ავტორი
ოლივერ ბილგერი, როცა საქართველოში არსებულ ვითარებაზე წერს: “მიხეილ
სააკაშვილმა არჩევნების შემდეგ დამარცხება აღიარა. დამოუკიდებელი ექსპერტები ელოდნენ,
რომ მმართველი პარტია პარლამენტში ადგილებს დაკარგავდა, მაგრამ არ ელოდნენ, რომ
უმრავლესობას დაკარგავდა, თუმცა სხვაგვარად მოხდა და ეს ბიძინა ივანიშვილისთვისაცა
წარმატებაა,“ - აღნიშნავს ის.
„თუ ქვეყანაში ყველაფერი
ისევ მშვიდად იქნება, ეს წარმატება იქნება დემოკრატიისთვისაც,“ - აღნიშნავს
ბილგერი.
მისი თქმით, სააკაშვილის
წასვლა „დიდი ნაბიჯია ყოფილი რევოლუციონერისთვის“, რომელმაც ქვეყნის მოდერნიზება
და გარდაქმნა მოახერხა.
„ბილგერი აღნიშნავს, რომ
ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ მართალია ვერ მიიღო ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე სარგებელი
და ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი
ხელისუფლებას ჩაეჭიდებოდა, მაგრამ ახლა, აღიარა რა დამარცხება, სააკაშვილმა
პატიოსნად დაიმსახურა ადგილი საქართველოს ისტორიაში და ის შეიძლება ვაღიაროთ
ერთ-ერთ გამარჯვებულად,“ - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი მიუთითებს, რომ
დასავლეთსაც აწყობს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რადგან სწორედ
საქართველოს საშუალებით ხორცილედება კასპიური ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება.
გარდა ამისა, ბილგერის
აზრით, „სტაბილურობა საქართველოში დადებითად იმოქმედებს მთელს რეგიონზე, რომელიც
დენთის კასრს ჰგავს, ივანიშვილი კი, სავარაუდოდ, მოახერხებს რუსეთთან
ურთიერთობების ჰარმონიზებას,“ - წერს ბილგერი.
Internet.ge