GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთი ვერ შეაშინებს საქართველოსა და აზერბაიჯანს
11:40 14.04.2012
დღის სიახლეები

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინი უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გადაჭარბებულია, - თვლის აზერბაიჯანელი დეპუტატი, პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი.

მისი თქმით, გაუგებარია, რაში მდგომარეობს ეს სიმკაცრე. ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი - სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და ინფორმაციული, მოსკოვმა უკვე გამოიყენა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიმართ, - და უშედეგოდ. 

„დიდი ხანია არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტების უკან - იქნება ეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის თუ ყარაბაღის, - რუსეთი დაგს. ამ კონფლიქტების არსებობა სერიოზულად ამძიმებს ჩვენი ქვეყნების განვითარებას, თუმცა ამან ვერ გვაიძულა თავი დაგვეხარა ჩრდილოელი მეზობლის წინაშე და ვასალებად ვქცეულიყავით“ - განაცხადა მუსაბეკოვმა.

მისივე თქმით, აგრესია, რომლისკენაც რუსეთი იხრება იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში - საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების სიახლოვეს რუსეთი სამხედრო ძალების მობილზებას ახდენს და მასშტაბურ სწავლებებს ატარებს, სარისკო საქმეა და მოსკოვს მთელი მსოფლიოს წინაშე პირისპირ დააყენებს. ხოლო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს მიერ ამა თუ იმ პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, განსაკუთრებული ზიანის მიყენება არ შეუძლია არც საქართველოსთვის, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან, და არც აზერბაიჯანისთვის, რომლის ექსპორტშიც ენერგორესურსები დომინირებს.

რაც შეეხება ფარულ სამხედრო საფრთხეებს, აზერბაიჯანელ დეპუტატს თურქეთის პრეზიდენტის აბდულ გიულის სიტყვები მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ანკარა არ იქნება გულგრილი  რეგიონში მიმდინარე მოვლენების მიმართ და აუცილებლად ჩაერთვება მასში, რაც მოსკოვისათვის, მუსაბეკოვის აზრით, ერთგვარი მინიშნება უნდა იყოს.

„ალბათ არ არის საჭირო შეხსენება, რომ მოკავშირული ურთიერთობები რეგიონში არსებობს არა მხოლოდ სომხეთსა და რუსეთს შორის, არამედ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორისაც“ - განაცხადა  აზერბაიჯანელმა დეპუტატმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა2
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს3
საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა4
ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" ქეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას მიესალმება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X