GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა
12:47 04.10.2012
დღის სიახლეები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუცია მიიღო.

დოკუმენტი შეეხება არა მარტო ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, რომელსაც მკაცრი შეფასებები ეძლევა, არამედ რუსეთის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც.

როგორც მოსკოვში შეაფასეს, ეს 16 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეზოლუციაა, რომელსაც კრემლმა „ანტირუსულიც“ კი უწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა რუსეთს თავისი ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან და დნესტრიპირეთიდან, ასევე მოსთხოვა სქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას პრივილეგირებულ ინტერესთა ზონებზე, დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული პასპორტიზაციაც. ასევე, რუსეთს მოსთხოვეს, ხელი შეუწყოს დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას ოკუპირებულ რეგიონებში და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება.

„როგორც რადიო“ თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტმა განაცხადა, ქართული მხარის ძალისხმევით რეზოლუციაში შეტანილმა პუნქტებმა მოსკოვის დიდი გაღიზიანება გამოიწვია.

რაც შეეხება რუსეთის შიგნით ვითარების შეფასებას, რეზოლუცია მოითხოვს ჯგუფ Pussy Riot-ის საქმის გადახედვას, გმობს ბოლო თვეებში მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას უშვებს, ასევე მკაცრად კიცხავს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დევნას და ქვეყანაში მმართველი პარტიის - „ედინაია როსიას“ მონოპოლიას.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხადური: პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების შემცირება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა1
დედაქალაქის რიგ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ2
სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა3
მინისტრთა კაბინეტის წევრების დასახელება სამშაბათისთვის გადაიდო4
მამუკა ღლონტმა ინგა გრიგოლიას „მაესტროში“ მუშაობა შესთავაზა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X