GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიორგი ბარამიძემ სლოვაკეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა
11:46 14.04.2012
დღის სიახლეები

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ბრატისლავაში, სპეციალური სტუმრის სტატუსით,  „გლობალური უსაფრთხოების“ ფორუმში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში შტეფან ფულესთან, ბულგარეთის  საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტთან და სლოვაკეთის ვიცე- პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან.

ორმხრივ შეხვედრებზე ვიცე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეებისა, ქვეყანამ მოახერხა არსებული წინააღმდეგობების დაძლევა და წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების  გზით  განვითარებად ქვეყნად  გარდაქმნა. ორმხრივ შეხვედრებზე გიორგი ბარამიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად  ჩატარებისა და ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ სადამკვირვებლო პროცესის განხორციელების მნიშვნელობაზე.

შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესსა და ჩიკაგოს სამიტისათვის მოსამზადებელ ღონისძიებებზე.

გიორგი ბარამიძემ, ასევე, მონაწილეობა მიიღო კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, სადაც განიხილებოდა ამერიკის ახალი თავდაცვის სტრატეგია ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებთან მიმართებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან1
მარიონეტულმა რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა2
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ქარდავა დააკავეს3
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)4
ფრანის გაშვებამ ბელორუსის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოიწვია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X