ვლადიმერ
პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ადამიანია - წერს Forbes-ის კორესპონდენტი
პოლ ჯონსონი.
„ის ადრე
ახალგაზრდობისას მივიდა „კგბ“-ში და მას შემდეგ დაკავშირებულია სპეცსამსახურებთან.
ეს მისი რელიგიაა“ - წერს ჟურნალისტი.
მისი თქმით,
პუტინი პირადად აკონტროლებს საშიშ ბირთვულ იარაღს, აადვილებს იმის გაგებას, „თუ
რატომაა ვლადიმერ პუტინი რუსეთის ბიუჯეტის
ასეთი ძვირადღირებული მუხლი“ ამბობს ჯონსონი.
საუბარია 5
მილიარდ დოლარზე, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტზე იხარჯება წლიურად.
ჟურნალისტის
ინფორმაციით, პუტინს იცავს იმდენივე ადამიანი, რამდენიც სტალინს იცავდა -
სპეცსამსახურების დაახლოებით 250 ათასი თანაშრომელი. რეზიდენციებიც იმდენივე აქვს,
რამდენიც სტალინს ჰქონდა - ორი ათეული.
თუმცა ავტორი
აღნიშნავს, რომ სტალინს ფული და ფუფუნება არ აინტერესებდა, „პუტინს კი უყვარს
სიმდიდრე, ქონების დაგროვება, თუმცაღა მისი გემოვნება ძალზედ ვულგარულია“ - წერს
ის.
პუტინს
რომელიმე მისი მოწინააღმდეგე შეცვლის, მაგრამ ის ომის გარეშე არ წავა - ასკვნის
ავტორი.
Internet.ge