„ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ინგა გრიგოლია რჩება მათ
გუნდში, ისევე, როგორც საკრებულოს
წევრად.
თარგამაძის
თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საპარლამენტო ბარიერი მათმა პარტიამ
ვერ გადალახა ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებული ამბები იყო, რამაც მათი ამომრჩეველი
დააბნია.
„ინგა ძალიან
მძიმე მდგომარეობაში იყო და არის. გარკვეულწილად ჩვენი ბრალი არის ის, რომ ზუსტად
ინგას მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მივეცით თავს უფლება ღიად და საჯაროდ
გვესაუბრა იმ ძალადობისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც მის მიმართ, არჩევნების წინა
დღეებში განხორციელდა “,- განაცხადა თარგამაძემ.
internet.ge