ბელორუსის
პრეზიდენტი წამოაყენებს ინიციატივას საქართველოს დსთ-ში დაბრუნების შესახებ.
„ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკომ ტელეკომპანია „მირთან“
ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ,
მომავალ წელს, დსთ-ის სამიტი მინსკში ჩატარდება. ეს უკვე ჩემი ფუნქცია იქნება - თუ
მინსკი გახდება სამიტის ჩატარების ადგილი, მე წამოვაყენებ ინიციატივას საქართველოს დსთ-ში დაბრუნების შესახებ“ -
განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, მან
გამოთქვა აზრი, რომ იმ შემთხვევაშიც, თუკი საქართველოს არჩევნებში მმართველი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა, „მიხეილ სააკაშვილიც მომავალ
წელს დსთ-ის წევრი გახდებოდა.
„ბელორუსი იმუშავებს ამ მიმართულებით. ჩვენ არ უნდა
დავკარგოთ საქართველო“ - დასძინა პრეზიდენტმა.
internet.ge