ქართველი
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიცვლება თუ არა საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის
შემდეგ რუსეთის დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა
განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ოკუპირებული ტერიტორიები“.
„არსებობენ
საერთაშორისო სამართლის სუბიექტები - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები.
თუ ვინმემ დღემდე ვერ გაიაზრა ეს პოლიტიკური რეალობა, ეს აუცილებლად უნდა
გააკეთოს“ - განმარტა ლუკაშევიჩმა.
intenet.ge