რუსეთს საქართველოსთან და
მთლიანად ამიერკავკასიაში ურთიერთობების ნორმალიზაციის იმედი აქვს და ეს იმედი
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო
უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა.
„იმედი გვაქვს, რომ ამ
არჩევნების შედეგების გათვალისწინებით კონსტრუქციული ცვლილებები მოხდება, რომლებიც
გავლენას იქონიებს არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
„სხვათა შორის,
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არა ჩვენი არამედ ბატონი
სააკაშვილის ინიციატივა იყო. ამიტომ შევხედავთ, იმედია, რომ ეს ცვლილებები არა
მარტო ორმხრივი ურთიერთობის, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში სიტუაციის
ნორმალიზებას შეუწყობს ხელს“ - დასძინა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ამასთან, მან
აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები ჯერ ისევ მოითხოვს
„გააზრებას“.
„ჩვენ
ვიმსჯელებთ არა განცხადებების, არამედ ქართველი პოლიტიკოსების ქმედებების
მიხედვით“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა და დასძინა, რომ რუსეთი საუკუნეების მანძილზე
ტრადიციულად მეგობრობდა ქართველ ხალხთან.
Internet.ge