საქართველოს საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლის პროცესი დაასრულა.
გამოსაქვეყნებელია მხოლო ორი ოლქის შედეგები.
არსებობს რამდენიმე სადავო უბანი, რომლთა შესახებ ცესკო საჩივრებს
დღესაც განიხილავს. ასეთი დაახლოებით 10 ოლქია: ნინოწმინდა, ხონი, ხაშური, ზუგდიდი,
დედოფლისწყარო, ქედა, ბოლნისი, მარნეული, წალკა და სიღნაღი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო ინფორმაციით, პროპორციული
სისტემით, „ბიძინა ივანიშვილი-ქართულ ოცნებას“ ხმების 54,7%, ხოლო „ერთიან
ნაციონალურ მოძრაობას" 40,4 % აქვს.
საარჩევნო ბარიერი სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვერ გადალახეს.
73 ოლქიდან 39-ში მანდატი „ქართულმა ოცნებამ“, 34-ში კი „ნაციონალურმა
მოძრაობამ“ მიიღო.
ამ დროისთვის კომისიამ ხმების 99, 95 % დათვალა.
Internet.ge