GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის მიმართ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება
11:53 05.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებებს, მათ შორის, საქართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეეხება.

2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საშემოდგომო სესიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლის გიორგი ფრუნდასა და ანდრეას გროსის ანგარიშს ეყრდნობა.

7 წლის განმავლობაში, ეს, რუსეთის ფედერაციის შესახებ პირველი სრულყოფილი მოხსენებაა, რომლითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსეთში „სისტემის დემოკრატიზაცია“ მოახდინოს.

დოკუმენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ 1633 (2008), 1647 (2008) და 1683 (2009) რეზოლუციები რუსეთსა და საქართველოს ომის შედეგების შესახებ და უარყოს ქვეყნების დაყოფა გავლენის სფეროებად (ე.წ.„ახლო საზღვარგარეთი“), ასევე თავი შეიკავოს „პრივილეგირებულ ინტერესთა“ ზონების გეოგრაფიული დოქტრინის წახალისებისგან.

რეზოლუცია ერთმნიშვნელოვნად გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების პირდაპირი უგულვებელყოფით გახსნა ე.წ. საარჩევნო უბნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

რეზოლუციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო უბნების გახსნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, აგრეთვე, ამ ტერიტორიებზე მოსახლეობის წინასწარი პასპორტიზაცია, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპის საბჭოს მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიღებას და გამოხატავს რწმენას, რომ საპარლამენტო ასამბლეა შემდგომშიც ხელს შეუწყობს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ევროპული ღირებულებების გავრცელებას.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში1
ნოდარ ხადური რიჩარდ ნორლანდს ხვდება2
არასამთავრობო ორგანიზაცია ია ფარულავასა და თაკო გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს3
ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვევა4
საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები გრძელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X