ბიძინა ივანიშვილი დღეს, ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ვილიამ ლაჰიუს შეხვდა. ვილიამ ლაჰიუმ „ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“ჩვენ დარწუნებული ვართ ბიძინა ივანიშვილის გეგმებში, რეფორმებში და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების სისწორეში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილი ვილიამ ლაჰიუს დაჰპირდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სწრაფი ტემპით წაიწევს წინ, რაც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.
“კიდევ ერთხელ დაგვრწმუნეს, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს ნატოში შესვლის. საუბარი ასევე ეხებოდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რეალურად მოვახერხებთ, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა”,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge