ორშაბათიდან „ქართული ოცნება“ სამთავრობო უწყებებში კონკრეტულ
ადამიანებს მიავლენს, რომლებიც მთავრობის ოფიცილაურად ფორმირებამდე სამინისტროებში
არსებულ ვითარებას გაეცნობიან და მოემზადებიან იმისთის, რომ ახალი
მთავრობისთვის სახელმწიფო სტრუქტურების
გადაცემა ქვეყნისთვის უმტკივნეულო იყოს.
აღნიშნულის შესახებ, ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა
ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
„ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ არ დავუშვათ არანაირი შეფერხება
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, ფინანსურ-ინსტიტუტებსა და საერთაშორისო
ურთიერთობებში,“-განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ დელეგაციების
მუშაობაშიც ჩაერთვებიან, როგორიცაა ევროკავშირი, ჟენევის ფორმატი და ა.შ.
„ასევე ჩვენს წარმომადგენლებს მივავლენთ ძალოვან უწყებებშიც, რათა უზრუნველვყოთ ხელისუფლების გადაცემა სტაბლიურად და უმტკივნეულოდ. თუ დამატებით
რაიმე პრობლემა გაჩნდა 24 საათიანი
კომუნიკაციის საშუალება გვექნება, რომ კონკრეტული საკითხები მოგვარდეს,“-განაცხადა
დავით უსუფაშვილმა.
Internet.ge