კოალიცია
„ქართული ოცნების“ ქუთაისის
მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ
ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოსულა.
სანიკიძის ზუსტი ადგილსამყოფელი არც კოალიციის პრესსპიკერმა მაია
ფანჯიკიძემ იცის.
„სხვათაშორის,
არ ვიცი, სად არის გუბაზი. არჩევნების შემდეგ არ მისაუბრია მასთან" - განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს მაია ფანჯიკიძემ.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერის საკონტაქტო ნომერი არ აქვს კოალიციის
კიდევ ერთ წევრს, თინა ხიდაშელს. „გუბაზის ტელეფონი არ აქვს“-
განაცხადა ხიდაშელმა.
„ინტერნეტ.ჯი“ სანიკიძის თანაპარტიელსა და მეგობარს, კახა შარტავასაც
დაუკავშირდა, თუმცა მოუცლელობის გამო მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველის, ბესო სურმავას
მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში, გუბაზ სანიკიძე საუბრობდა რომ არა პოლიტიკა,
არამედ „მაყუთი“ აინტერესებს. „მაყუთი უნდა ვიშოვოთ, მილიონერები უნდა გავხდეთ“, -
აღტაცებით ესაუბრებოდა სანიკიძე მეგობარს. ამის შემდეგ სანიკიძე მხოლოდ ქუთაისში, ‘’ქართული
ოცნების" აქციაზე გამოჩნდა, სადაც მას ქაღალდზე დახატული დოლარები შეაყარეს. არჩევნების
შემდეგ კი სანიკიძე აღარავის უნახავს.
internet.ge