GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უდალცოვი: ჟურნალისტებმა მიამბეს, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ კრემლზე შტურმი ფინანსდება
14:29 06.10.2012
დღის სიახლეები

რუსეთის მემარცხენე ფრონტის ლიდერი სერგეი უდალცოვი უარყოფს „სამშობლოს ღალატს“, რომელზეც დღეს ტელეკომპანია НТВ-ს მიერ დემონსტრირებულ სკანდალურ გამოძიებაში, ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში იყო საუბარი.

უდალცოვი აცხადებს, რომ ფილმი არ უნახავს, რადგან მარტის თვის შემდეგ აღარ უყურებს აღნიშნულ ტელეარხს. ამის მიზეზი კი ამ ფილმის პირველი ნაწილი გახდა, რომელსაც ოპოზიციამ თავის დროზე უნიჭოდ შეთითხნილი უწოდა.

„ამიტომ არც მეორე ნაწილის ყურებას ვაპირებ და იგივეს მოვუწოდებ სხვებსაც. თუმცა ჟურნალისტებმა მოკლედ მიამბეს, რომ ქართული სპეცსამსახურების დაფინანსებით რუსეთის რეგიონებში ხელისუფლების მიტაცება, კრემლზე შტურმი და კიდევ რაღაცეები ფინანსდება. ეს მორიგი უხეში პროვოკაციაა, ცილისწამება“ - განაცხადა მან.

ამასთან, უდალცოვი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან გივი თარგამაძესთან - რაზეც ფილმშია საუბარი.

„არ ვიცნობ ადამიანს ასეთი გვარით. დღეს ისეთი ტექნოლოგეიბია, რომ მონტაჟით ყველაფერია შესაძლებელი“ - განაცხადა უდალცოვმა.

შეგახსენებთ, რუსულმა ტელეკომპანია  НТВ-მ გივი თარგამაძისა და  სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

ვიდეოჩანაწერი მოსკოვში საპროტესტო ტალღის გაღრმავებას ეხება. ჩანაწერის მიხედვით რევოლუცია შესაძლოა კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევს.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გოგა გრიგალაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა1
სენსაცია - მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს2
ივანიშვილმა არასამთავრობოებთან კონსულტაციებისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა3
ტელეკომპანია "იმედი" პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა4
უდალცოვი: ჟურნალისტებმა მიამბეს, რომ ქართული სპეცსამსახურების მიერ კრემლზე შტურმი ფინანსდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X