გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი
დირექტორი მაია მიმინოშვილი მისთვის განათლების მინისტის პოსტის შეთავაზებაზე კომენტარს
არ აკეთებს.
მიმინოშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობს.
შეკითხვაზე, სთავაზობენ თუ არა განათლების მინისტრის პოსტს, მიმინოშვილმა განაცხადა, რომ არაფერი იცის და კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, თეა წულუკიანს,
მან ჯერ კიდევ არ იცის კოალიციის ლიდერი რა პოსტზე წარადგენს.
მისი თქმით, ჯერჯერობით მის თანამდებობასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის. თუმცა წულუკიანმა
საკუთარ პროფესიას ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ პროფესიით იურისტია
და დასკვნები მედიამ გააკეთოს.
ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ახალ
შემადგენლობას ორშაბათს დაასახელებს.
Internet.ge