ირაკლი ალასანია: უახლოეს პერიოდში ნახავთ რა ხდებოდა თავდაცვის უწყებაში
12:19 08.10.2012
|
დღის სიახლეები
|
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება უნდა მოხდეს, რის გამოც, უწყებას პროფესიონალები უნდა დაუბრუნდნენ.
როგორც ჟურნალისტებს ალასანიამ განუცხადა, თვისობრივი რეფორმები ჩატარდება, რაც საქართველოს თავდაცვისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, ყველა ის დანაშაული და შეცდომა გაანალიზდება, რაც გასული 20 წლის განმავლობაში იქნა ჩადენილი და ის აღარ განმეორდება.
„უახლოეს პერიოდში, ნახავთ რა ხდებოდა თავდაცვის უწყებაში, როცა მას დამნაშავეები მართავდნენ და რა იქნება მომავალში. პროცესი კი, სრულიად გამჭვირვალე იქნება“, – განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და ეს პოლიტიკური თანანმდებობის პირებს შეეხებათ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|