GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცხინვალში „ჩეკისტი“ თიბილოვი ლიდერობს
10:57 26.03.2012
დღის სიახლეები
ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის კოლეგა, „კაგებეშნიკი“ ლეონიდ თიბილოვი ხდება. ე.წ. საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 41, 94% დააგროვა. მეორე ადგილზეა ადამიანის უფლებების დაცველი, დავით სანაკოევი, ხმების 25,36%-ით, სეპარატისტების ელჩს რუსეთში, დიმიტრი მედოევს მხარი ამომრჩევლის 23,80%-მა დაუჭირა, კომუნისტ სტანისლავ კოჩიევს კი მხოლოდ 5,62%-მა. უფრო ზუსტ მონაცემებს კომისია დღეს გამოაქვეყნებს, თუმცა უკვე საუბრობენ მეორე ტურზე, რომელშიც თიბილოვი და სანაკოევი მიიღებენ მონაწილეობას.
ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე რუსი დამკვირვებლები სეპარატისტების ე.წ. საარჩევნო კომისიასთან ერთად ამტკიცებენ, რომ „არჩევნებმა“ დარღვევების გარეშე ჩაიარა. ისინი არ აღიარებენ ზოგიერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვასა და პროვოკაციებს. კერძოდ, ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ ზოგიერთი მოქალაქე ფოტოებს უღებდა ბიულეტენებს, რომლებიც კანდიდატ დავით სანაკოევის სასარგებლოდ იყო შევსებული, შემდგომ კი უცნობი პირებისგან ფულს იღებდნენ. ეს ფაქტი მეორე კანდიდატის - ლეონიდ თიბილოვის წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს და მას „ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვა უწოდეს“.
იმავე თიბილოვის შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიკავკაზი-ცხინვალის მაგისტრალზე უცნობი პირები, კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ,  ადამიანებს ფულს სთავაზობდნენ.
აშკარა დარღვევის ფაქტი, რომელზეც ვერავინ დახუჭა თვალი, ნომერ პირველი საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატაცება იყო, რის გამოც გამტაცებელი დააკავეს და 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს.
თუმცა მარიონეტული რეჟიმი არ აპირებს რაიმე ტიპის დარღვევა სერიოზულად განიხილოს და ე.წ. არჩევნებს შემდგარად და „დემოკრატიის უმაღლეს გამოვლინებად“  აფასებს.
Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსმა სამშვიდოებმა აფხაზეთში სკოლის მიმდებარე ტერიტორია დანაღმეს1
უნგრეთის პრემიერი: ენდეთ ხელისუფლებასა და თქვენს პრეზიდენტს2
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში3
ქორწილში 24 ადამიანი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა4
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X