ფანჯიკიძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება
12:38 08.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მაია ფანჯიკიძის მტკიცებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება.
როგორც ჟურნალისტებს ფანჯიკიძემ განუცხადა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში, აშშ-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში მდგომარეობს.
მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კონკრეტული მონახაზი არსებობს, თუმცა სრულყოფილი გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საგარეო უწყებაში გადაინაცვლებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|