კალაძე: სამინისტროს თანამშრომლები საკუთარ ადგილებს შეინარჩუნებენ
12:45 08.10.2012
|
დღის სიახლეები
|
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, კახი კალაძის მტკიცებით, მის უწყებაში კადრების უმრავლესობა სამსახურს შეინარჩუნებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს კალაძემ განუცხადა, საქართველოს მასშტაბით დაწყებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროგრამა გაგრძელდება და უფრო საინტერესო პროექტებიც დაემატება.
მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის რაიონები, სადაც წყლისა და გაზის მიწოდება პრობლემაა და ეს პრობლემები გადაიჭრება.
„დაწყებულ პროგრამებს უფრო საინტერესო პროექტები დაემატება, ხოლო რაც შეეხება სამინისტროს თანამშრომლებს, ისინი საკუთარ ადგილებს შეინარჩუნებენ და სამინისტროში დიდი საკადრო ცვლილებები არ განხორციელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძე საკუთარი კონტაქტების გამოყენებას აპირებს, რომ ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|