ზაქარეიშვილი: აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების რესურსი გვაქვს
12:53 08.10.2012
|
დღის სიახლეები
|
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ახალ ხელისუფლებას აფხაზებსა და ოსებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების რესურსი აქვს.
როგორც ჟურნალისტებს ზაქარეიშვილმა განუცხადა, მოქმედ ხელისუფლებას აფხაზებსა და ოსებთან შუამავლების გარეშე დალაპარაკების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
„მომავალ მთავრობას კი ამის რესურსი აქვს. შუამავლების გარეშე ვერაფერი გადაწყდება, მაგრამ შეგვიძლია პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ მეილის, სკაიპის თუ სატელეფონო ზარების მეშვეობით. ამასთან, აუცილებლად ვიმუშავებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის ფორმატების გაღრმავებაზე. ასევე გაერო-სა და ეუთო-ს მისიების დაბრუნების საკითხსაც განვიხილავთ“, – დასძინა მან.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|