კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი
ბიძინა ივანიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, გარდამავალ ეტაპზე, ჟენევის შეხვედრებში მონაწილე საქართველოს დელეგაციასთან ითანამშრომლოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით,
ოფიციალური განცხადება, ივანიშვილის სოციალურ ქსელ Facebook-ის
გვერდზე გავრცელდა.
როგორც ივანიშვილის განცხადებაშია
ნათქვამი, ახალი მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისათვის მოვალეობათა გადაცემა,
დემოკრატიული
სტანდარტების
შესაბამისად,
წინასწარი კონსულტაციების აუცილებლობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
„კოალიცია „ქართული ოცნება“ სრულად უჭერს მხარს
ევროკავშირის,
გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის და ევროპაში უსაფრთხოებისა და
თანამშრომლობის
ორგანიზაციის
თანათავმჯდომარეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. საქართველოს ახალი
მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ შეხვედრებში და
კონსტრუქციულად
ვითანამშრომლებთ ჟენევის ფორმატის ყველა
მონაწილესთან,
საქართველოს
ინტერესების
გათვალისწინებით ტერიტორიული მთლიანობისა და
სუვერენიტეტის
საკითხებზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო (მონიტორინგის) მისიის პოზიტიური როლი უსაფრთხოებისა და
სტაბილურობის
შენარჩუნების
საქმეში და სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მასთან
მჭიდრო თანამშრომლობისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში.
კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჟენევის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის 11-12 ოქტომბერს გაიმართება.
internet.ge