ქუთაისის მერად ბესიკ ბრეგაძე
დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბრეგაძე საკრებულოს სხდომაზე
დაამტკიცეს.
ბესიკ ბრეგაძე ამ დრომდე ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო, ხოლო საკრებულოს დეპუტატობამდე ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.
მერის არჩევის პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. „ახალი მემარჯვენეების" დეპუტატი მამუკა მღვდელაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაუპირისპირდა, რასაც სიტყვიერი
შეურაცხყოფა მოჰყვა.
მამუკა მღვდელაძის განცხადებით, მერის არჩევისას
ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ დეპუტატებმა, რადგან მათ „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამტკიცება მოუწევთ.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ქრისტიან-დემოკრატებმა“.
internet.ge