The Washington Post: არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ ძალაუფლებას შეინარჩუნებს
ცნობილი მედიასაშუალება
„
The Washington Post“
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული გუნდის მიერ არჩეულ საგარეო
პოლიტიკასა და სამთავრობო კაბინეტის ჩამოყალიბების პროცესს გამოეხმაურა. სტატიაში
აღნიშნულია: „ბიძინა ივანიშვილმა აირჩია გააძლიეროს ურთიერთობა ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნებთან, დაამყაროს მჭიდრო კავშირები შეერთებულ შტატებთან და
მოახდინოს ევროკავშირთან ინტეგრაცია.“
„ივანიშვილმა, რომელმაც
წარმატებას სწორედ რუსეთში მიაღწია, განაცხადა, რომ აუცილებელია მოსკოვთან
ურთიერთობის აღდგენა,“ – ნათქვამია სტატიაში. ამასთნავე აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით მოყვანილია საგარეო საქმეთა
მინისტრობის კანიდატის, მაია ფანჯიკიძის კომენტარი: „ჩვენი მთავარი პარტნიორი
ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მეზობელი რუსეთი
და მასთან მჭიდრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს. “
სტატიაში ხაზგასმულია,
რომ პროდასავლური კურსი, რომელიც ბიძინა ივანიშილისათვის მისაღებია, საქართველოს ამჟამინდელმა
პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა.
ბიძინა ივანიშვილი,
რომელიც ქვეყნის პრემიერ მინისტრი იქნება, ჩამოაყალიბა მინისტრთა კაბინეტის საკუთარი
გეგმა, თუმცა, 2013 წლის არჩევნებამდე, როგორც პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე დიდ ძალაუფლებას შეინარჩუნებს – ნათქვამია სტატიის დასასრულს.
internet.ge