საქართველოსთან
მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ აფხაზეთი
კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებათა პროცესში მხარედ იქნება აღიარებული. ამის
შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთიბამ განაცხადა.
ამასთან,
მისივე თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკების მიზანი იქნება შექმნა პირობებისა, რომ
საქართველომ ცნოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.
თუ თბილისი ამ ყოველივეს მიმართ მზადყოფნას გამოთქვამს, ხინთიბას განცხადებით,
სოხუმი შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამს.
ის არ
გამორიცხავს, რომ საქართველოს მხრიდან ოკუპირებული რეგიონების აღიარება სრულებით
შესაძლებელია.
„ვფიქრობ,
ყველაფერი შესაძლებელია. თუ საქართველოს ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა
გამოამჟღავნებს პრაგმატიზმს და გაითვალისწინებს არსებულ რეალიებს, ეს პირველ რიგში
საქართველოს წაადგება. აფხაზეთის აღიარებით გადაიჭრება ქართულ-აფხაზური კონფლიქტი
და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც იგივეს გაკეთებით, საქართველო თავისუფლდება
სერიოზული ტვირთისგან, რომელიც ხელს უშლის მას ევროინტეგრაციის კუთხით, ნატოში
ინტეგრაციისა და შიდა პრობლემების მოგვარების კუთხით“ - აცხადებს ხინთიბა.
ის
ვარაუდობს, რომ „ივანიშვილის ზოგიერთ მრჩეველს დღეს ესმის, რომ შეუძლებელია
გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელიც შემუშავდა და ხორციელდებოდა სააკაშვილის
რეჟიმის მიერ: აფხაზეთის იზოლაცია, მისი არაღიარება მხარედ, „ოკუპირებული
ტერიტორიების“ იარლიყების მიწებება და ყველაფრის რუსეთზე გადაბრალება. ვფიქრობ, ამ
ნეგატიურ მომენტებს ახალი ხელისუფლება გვერდს აუვლის“ - აღნიშნა ხინთიბამ.
Internet.ge