„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, დავით ბაქრაძის
განცხადებით, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე და ფორმირებამდე, ქვეყანაში არანაირი ორხელისუფლებიანობა არ იქნება.
ამის შესახებ განცხადება, ბაქრაძემ „ქართული ოცნების“ წევრებთან
გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მინისტრობის კანდიდატები წარადგინა, ამიტომ
ბუნებრივია ამას შემდეგ სამუშაო პროცესი მოჰყვება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ
ახალი მთავრობის დამტკიცებამდე და ფორმირებამდე არანაირ ორხელისუფლებიანობა და ორი მინისტრთა კაბინეტი არ იქნება, არ
მოხდება არანაირი პარალელური სტრუქტურების შექმნა“,- განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების გადაბარების პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში
უნდა მოხდეს. „ჩვენი მიზანია, ჩვენს ოპონენტებთან სამუშაო ურთიერთობა გვქონდეს,
რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი იყოს უმტკივნეულო და ხელისუფლების გადაცემა
კონსტიტუციის ფარგლებში მოხდეს“,- დასძინა ბაქრაძემ.
internet.ge