აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ახალ კანდიდატურაზე ბიძინა ივანიშვილი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ჟურნალისტის კითხვაზე ვინ მოიაზრება ამ თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია და ამ საკითხზე კონსულტაციები უახლოეს დღეებში გაიმართება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა არც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატურა დაასახელა.
internet.ge