პოლიტოლოგ
გია ნოდიას განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი პირადი სიმპატიებით დააკომპლექტა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-სთან კახი კალაძის რეგიონალური განვითარებისა და
ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრად წარდგენის ფაქტის კომენტირებისას გია ნოდიამ
განუცხადა, ივანიშვილისთვის
გამოცდილებას
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„თვითონ
ივანიშვილსაც
არ აქვს არანაირი პოლიტიკური გამოცდილება... მოულოდნელი იყო კალაძის ამ პოსტზე დასახელება, საერთოდ რა შუაშია რეგიონალურ განვითარებასთან
კალაძე?! ეტყობა ეს წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა,
კახი კალაძეს ეკუთვნოდა რაღაც თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, გამართული სამინისტრო ჩაებარებინა, რომ ბევრი შეცდომები არ დაუშვას“,- განაცხადა გია
ნოდიამ.
მისი თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი ღარიბაშვილზეც.
„როგორც
ჩანს, ივანიშვილისთვის
გამოცდილებას
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მთავარია პიროვნული სიმპატია და ნდობა. მართლა არ მაქვს წარმოდგენა როგორი შს მინისტრი იქნება ბატონი ღარიბაშვილი. ბოლო დრომდე ამ ადამიანის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი“,-
განმარტა პოლიტოლოგმა.
Internet.ge