საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური
ვიზიტით ჩეხეთის,
სლოვაკეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებს ეწვია.
ვიზიტის
ფარგლებში ვაშაძე, ევროპელ კოლეგებს
შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის
საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრების
ძირითადი თემა ქართული საპარლამენტო არჩევნები იყო.
ვაშაძემ კოლეგებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება,
ევროპული სახელმწიფოს მხრიდან ქვეყნის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა.
როგორც
ცნობილია, საგარეო საქმეთა
სამინისტროს დელეგაცია ვიზიტს, ბალტიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და
გერმანიაში გააგრძელებს.
Internet.ge