„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით
ბაქრაძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დღვანდელი შეხვედრა
შეაფასა.
ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან დადებითი და
პოზიტიური ნაბიჯია.
„ყველა ერთად ვქმნით პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლების მშვიდობიანად
გადაბარება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისა და ხალხისთვის“,- განაცხადა
ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში შეიცვლება ყველაფერი რაც საპარლამენტო არჩევნების
შედეგებს უკავშირდება და არ მოხდება იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც სხვა
არჩევნებით უნდა მოხდეს. „ერთი არჩევნებით ქვეყანაში ყველაფერი ვერ შეიცვლება“,-
დასძინა ბაქრაძემ.
Internet.ge