„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით,
ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა
მნიშვნელოვანია.
მინაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს კიდევ არ აქვს
გათავისებული ის მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, რაც მას ხალხმა მიანიჭა და ჯერ
კიდევ პარტიული სულისკვეთებით მოქმედებს.
„პრეზიდენტის განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის არის სახელმწიფო მოღვაწე,
რომელიც გრძნობს ძალიან დიდი პასუხისმგბელობას სახელმწიფოსა და მოქალაქეების
წინაშე. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ამის საპირისპიროდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის
განცხადება, იყო არაადექვატური. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ არ აქვს გათავისებული,
რომ ხალხმა მას მიანიჭა ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, ქვეყნის მართვის და
ჯერ კიდევ მოქმედებს პარტიული სულისკვეთებით“,- განაცხადა მინაშვილი.
Internet.ge