კოალიციის ლიდერთა შეფასებით, პრეზიდენტთან შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ, ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთეს კოალიციის ლიდერებმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი
ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრემიერსა და პრეზიდენტს შოროს გამართული შეხვედრა
კონსტრუქციულ ხასიათს ატარებდა.
„ძალიან კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. ისეთი, როგორიც
ქართველ ხალხს ეკადრება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ალასანიამ, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის რეზიდენციაში
გამართულ შეხვედრას აღნიშნა, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა გონივრული
გადაწყვეტილება იყო.
„მთავრობის გადაბარების პროცესი დაიწყო და ის რამდენიმე დღეა მშვიდად
მიმდინარეობს“,- განმარტა კოალიციის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს
ავლაბრის რეზიდენციაში 12:00 საათისთვის შეხვდნენ. შეხვედრას ხელისუფლების გადაბარების
საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფში ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ
სუბარი და დავით უსუფაშვილი შედიოდნენ. მოქმედი ხელისუფლებიდან კი შეხვერას - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი
და დავით ბაქარძე დაესწრნენ.
სააკაშვილ-ივანიშვილის შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მხარეებმა კომენტარები პორისპირ შეხვედრის
შემდეგ გააკეთს.
Internet.ge