საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში ორ საფინანსო შეთანხმებას მოეწერა ხელი
მთავრობის
კანცელარიაში
საქართველოს
მთავრობის
სახელით საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თორნიკე გორდაძემ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხელი მოაწერა 2011 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ
ორ საფინანსო შეთანხმებას.
შეთანხმებების საერთო ბიუჯეტი 23 მლნ. ევროა. სექტორული პოლიტიკის მხარაჭერის პროგრამა „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიმღები
თემის მხარდასაჭერად“
– 19 მილიონი
ევრო და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროგრამა - 4 მილიონი ევრო.
ხელმოწერის
ცერემონიალს
ესწრებოდა
საქართველოში
ევროკავშირის
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი. დოკუმენტებს ევროკომისიის სახელით, ბრიუსელში უკვე მოაწერა ხელი ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელმა მარკუს კორნარომ.
internet.ge