იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ახალ
მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა უშიშროების სამინისტოც შევიდეს.
არსებული ინფორმაციით, ახალი
სამინისტოს ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ლაშა ნაცვლიშვილი განიხილება.
„ამისთვის საჭიროა შეიკრიბოს პარლამენტი და დამტკიცდეს მთავრობა. ეს
თემა ჩემი უწყების კომპეტენციას სცილდება. თუმცა არ დაგიმალავთ, როცა ჩვენ
პროგრამულ მიმართულებებზე ვსაუბრობდით, იყო სერიოზული მსჯელობა იმაზე სჭირდება თუ
არა საქართველოს ერთი მინისტრის ქვეშ
მყოფი ის მონსტრი, რასაც ჰქვია შინაგან საქნეთა სამინისტრო და უშიშროება“,-
განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა შს მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, „კუდი“ და „სოდი“ გაუქმდება.
internet.ge