„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვახტანგ
კაპანაძე დღეს, თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც არსებულ სიტუაციასა და
დეპარტამენტების ხელმძღვანელებს ესაუბრა.
ირაკლი ალასანიას წარმომადგენლები ხვალიდან
გენერალური შტაბის მუშაობას გაეცნობიან.
ალასანიას პრესსამსახურის წარმომადგენლის
ვაკო ავალიანის განცხადებით, ორი დღეა უწყებაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს
ატარებენ.
„ხდება ის, რომ არსებული ხელისუფლება
აცნობს, მომავალ ხელისუფლებას თუ რა პრობლემებია და რა ვითარებაა ამ დროისათვის
უწყებაში“,- დასძინა ავალიანმა.
Internet.ge