კოალიცია „ქართული ოცნების“
წევრის, ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის მინისტრობის კანდიდატის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, მისი გუნდის საგარეო პოლიტიკური
პრიორიტეტები უცვლელია.
როგორც პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, საქართველოს
მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევანი ევროპასა და ნატოში ინტეგრაციისკენ
შეუქცევადი პროცესია.
„მე მქონდა დღეს შეხვედრა ბატონ თორნიკე გორდაძესთან, სადაც
განვაცხადე და კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის საგარეო
კურსი და პრიორიტეტები, როგორიც არის ევროპაში საქართველოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრება
და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია უცვლელი იქნება. ჩვენ ძალისხმევას არ
დავიშურებთ, რომ ეს პროცესი იყოს კიდევ უფრო სწრაფი. ამასთან, აშშ იქნება ჩვენი
უმნიშვნელოვანესი პარტნიორი,“- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
Internet.ge