საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
გრიგოლ ვაშაძე ევროპის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს.
ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე პოლონეთისა და ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონელ და ლიტველ კოლეგებთან, რადოსლავ შიკორსკისთან და აუდრონიუს აჟუბალისთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე საუბრისას, ხაზი გაესვა მისი ჩატარების დემოკრატიულობის
მაღალ ხარისხს.
მხარეებმა
ასევე განიხილეს ევროპული და ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
თვალსაზრისით
საქართველოს
მიერ ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები და აღნიშნეს ამ პროცესის შეუქცევადობისა და განგრძობითობის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოლონეთისა და ლიტვის ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი.
საუბარი
ასევე შეეხო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებს და საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა საკითხებს.
intenret.ge