საპარლამენტო არჩევნები
და ხელისუფლების თანდათანობით გადაცემა შესანიშნავია და ძალიან იმედისმომცემი
მოვლენაა, მაგრამ დემოკრატიის კიდევ უფრო გამყარებისათვის უფრო მეტის გაკეთებაა
უცილებელი - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ადამიანის უფლებების
დაცვის საკითხებში თომას მელიამ ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოზე გამოსვლისას,
სადაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს განიხილავდნენ.
მელიამ განაცხადა, რომ
საარჩევნო პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, რადგან რამდენიმე ერთმანდატიან ოლქში
საჩივრების განხილვა გრძელდება.
„ასე რომ არჩევნები ჯერ
არ დასრულებულა, და მეორეც... არჩევნები, თავისთავად, არ ქმნის დემოკრატიას“ -
აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ხელისუფლების
გადაცემის სამაგალითო მოვლენაა.
„ეს ისეთი შემთხვევაა,
რომელსაც, იმედი მაქვს, უფრო ხშირად ვნახავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში“ - განაცხადა
მელიამ.
მისი
თქმით, საქართველოში დემოკრატიის გამყარებისთვის არჩევნებზე კიდევ უფრო მეტია
საჭირო.
internet.ge