ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი,
რუსეთში კონსტიტუციური მონარქიის გამოცხადებას
ითხოვს და რუსეთის სამეფო ტახტს ბრიტანელ პრინც ჰარის სთავაზობს. ამის
შესახებ ბერეზოვსკიმ Facebook-ზე დაწერა. ასევე განაცხადა, რომ აპირებს ახალი პარტიის -
„აღდგომის მოძრაობის“ დაარსებას.
BBC-ს რუსულ სამსახურთან
ინტერვიუში, ოლიგარქმა, რომელმაც ბრიტანეთში თავშესაფარი მიიღო,
განაცხადა, რომ არ აპირებს აღნიშნული პარტიის რუსეთში დარეგისტრირება სცადოს, რადგან რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიჩნევს.
„პრეზიდენტად კვლავ არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა თავი კანონს მიღმა დაიყენა, მას არ აქვს არანაირი უფლება მესამე ვადით გახდეს პრეზიდენტი,“ - განაცხადა
ბერეზოვსკიმ.
internet.ge