რუსი ექსპერტი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ
საქართველო
გადავიდა ქვეყნების კატეგორიაში, სადაც „ჯერ არაფერია დამთავრებული“. ასეთი აზრი
გამოთქვა სამხედრო ექსპერტმა, ჟურნალისტმა ალექსანდრე გოლცმა მოსკოვის
პოლიტკლუბის სხდომაზე, სახელწოდებით
„განახლებული საქართველო - რუსეთის ეკონომიკური პარტნიორი თუ მტერი?“.
„ჩვენ არ
ვართ დაზღვეულები იმისგან, რომ რაღაც მომენტში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
გამოცხადდება და პარლამენტს დაითხოვენ“ - განაცხადა გოლცმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის რაიმე ცვლილებები მოსალოდნელი არ
არის.
„რუსეთი არ
აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე უარი თქვას, ხოლო არცერთი
ქართველი პოლიტიკოსი არ აღიარებს რუსეთის ასეთ პოზიციას“ - დასძინა მან.
გარდა ამისა,
ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადება მოწმობს იმას, რომ პოზიცია
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ შეიცვლება - „სავარაუდოდ,
შენარჩუნდება ქართულ-რუსული კონფრონტაცია“ - განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით,
„პროგნოზი პესიმისტურია: ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის და გარღვევა ახლო
მომავალში მოსალოდნელი არ არის“.
Internet.ge