საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტები ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში
დასრულდა. მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან, ედგარს რინკევიჩთან და ურმას პაეტთან გამართა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრებზე მხარეებმა, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრეს.
უცხოელი კოლეგების მხრიდან აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა.
საგარეო
საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს მიერ, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ლატვიისა და ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი.
ამასთან, შეხვედრებზე საუბარი შეეხო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, რეგიონული და საერთაშორისო დონის მნიშვნელოვან საკითხებს.
internet.ge